პოლიტიკა

აზერბაიჯანი ავრცელებს სიძულვილის ენას, ახორციელებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ეთნიკური სომხების მიმართ  –  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

როგორც factor.am-ი წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებაში აზერბაიჯანზე წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ყველა სახის დარღვევა და ასევე ეხება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაშაულებებს. „წლის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდა ძალადობის ფაქტები, რასაც მსხვერპლი და დაპატიმრება მოჰყვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სექტემბერში აზერბაიჯანული ძალები მონაწილეობდნენ სომხური ძალების უკანონო მკვლელობებში და სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობაში. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საჩივრები შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ერთმანეთს 2020 და 2016 წლების ბრძოლების დროს სისასტიკეში ადანაშაულებენ. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. სომხეთმა ახალი საჩივრები წარმოადგინა სექტემბრის ბრძოლებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ანგარიშში. აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მთავრობას არ დაუსჯია იმ თანამდებობის პირთა უმრავლესობა, რომლებსაც  დაუფიქსირდათ ადამიანის უფლებების დარღვევის და კორუფციული ქმედებების ჩადენის შესახებ, დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება. 2020 და 2022 წლების სამხედრო ოპერაციების დროს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ან ცალკეული პირების მიერ სავარაუდო დარღვევების შესახებ მთავრობის გამოძიებაში პროგრესი არ შეიმჩნევა.  ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეების დაკავებას.

ნათქვამია, რომ 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, „მიღებული იქნა სანდო ცნობები უკანონო მკვლელობების შესახებ, რაც გულისხმობს  აზერბაიჯანში ტყვეობაში  მყოფი სომეხი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯას“.

2 ოქტომბერს ასეთი სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების საპასუხოდ, აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. იმავე თვის ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ვიდეოზე ასახული დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, დამატებითი დეტალების გარეშე“.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ხელისუფლება იუწყება, რომ სექტემბრის ბრძოლების დროს სამი სომეხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 7 კი დაშავდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ანგარიშში საუბარია  მოხუცების შესახებაც, სადაც ნათქვამია აზერბაიჯანული ძალების მიერ სომეხი მოხუცების უკანონო მკვლელობაზე.

22 სექტემბერს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც შეშფოთებულია აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაცული პირების მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ, მათ შორის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის.  2020 წლის საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგაც ხდებოდა წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა და თვითნებური დაკავება, ასევე სახლების, სკოლების და სხვა სამოქალაქო ობიექტების განადგურება“, – ნათქვამია ანგარიშში.  საუბარია სექტემბრის ბრძოლების შემდეგ სომეხი სამხედრო მოსამსახურეების არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეოებზეც, რომლებიც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაიღეს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ლაჩინის დერეფნის დახურვა. „12 დეკემბრიდან წლის ბოლომდე, აზერბაიჯანელმა მომიტინგეებმა, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლების ფართო მხარდაჭერითსარგებლობენ  გადაკეტეს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ლაჩინის დერეფნის გავლით, რის გამოც იგი მიუწვდომელია სამოქალაქო და კომერციული ტრანსპორტის უმეტესობისთვის. Human Rights Watch-ი მოუწოდა მათ, ვინც აკონტროლებს გზას და მის მიმდებარე ტერიტორიას, მათ შორის ქვეყნის ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ არ შეჩერდეს თავისუფალი გადაადგილება“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button