პოლიტიკა

არაბი პარტნიორები დარწმუნდნენ,  რომ ამ კონფლიქტს არ აქვს რელიგიური სარჩული  –  მირზოიანი

ბოლო დროს აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტს რელიგიური ელფერი შემატოს, სომხურ მხარეს საშუალება ჰქონდა არაბი  პარტნიორებისთვის წარმოედგინა, რომ ის, რაც ხდება მთიანი ყარაბაღის და ასევე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ირგვლივ, არ გააჩნია რელიგიური სარჩული. ამის შესახებ, როგორც news.am-ი წერს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

„მაქვს ობიექტური შთაბეჭდილება, რომ ჩვენი არაბი პარტნიორებიც დარწმუნებულნი არიან, რომ  ამ კონფლიქტს, რომელიც გვქონდა და გვაქვს მთიანი ყარაბაღში, ასევე სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის და სხვა საკითხების გამო, არ აქვს რელიგიური სარჩული. უფრო მეტიც, იმავე დღეებში გაიხსნა მატენადარაში დაცული ძველი ისლამური გრაგნილების გამოფენა და მათ საკუთარი თვალით შეძლეს დაენახათ, რომ სომხეთი დიდ პატივს სცემს ყველა რელიგიას და კულტურას“, – განაცხადა მირზოიანმა.

სრ საგარეო პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მისი ვიზიტი ეგვიპტეში იყო საშუალება არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით წარმოედგინა სომხური მხარის ხედვა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button