მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ცრუ თეზისს, რომ სომხეთი მონოეთნიკური ქვეყანაა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ცრუ თეზისს იმის შესახებ, რომ სომხეთი მონოეთნიკური ქვეყანაა და სომხეთში თითქოს ეროვნული უმცირესობები არ არის.

„პირველ რიგში, ასეთი ფორმულირებები არის უხეში ჩარევა სომხეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეებში და სომხეთში არა მხოლოდ ეროვნული უმცირესობები არიან, არამედ ისინი ასევე არიან წარმოდგენილი და აქვთ მანდატები სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში და ეს გარანტირებულია კონსტიტუციით. ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ოთხი დეპუტატია.

და თუ მსგავს თემებზე საუბარი არ არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, მაშინ დავაფიქსიროთ, რომ აზერბაიჯანში დევნას არა მხოლოდ პრესის, არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ სისტემური ხასიათი აქვს. საერთაშორისო პრესა სავსეა მასალებით, რომლებიც მოგვითხრობს აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობების ინტერესების მფარველ ლიდერთა მკვლელობებსა და დაპატიმრებებზე. ამავდროულად, ბევრ შემთხვევას ყვებიან მოწმეები, ნაწამები, დევნილი აქტივისტები თუ მოკლული აქტივისტების ოჯახის წევრები. შესაძლოა, აზერბაიჯანმა გამოიჩინოს კეთილი ნება და დააწესოს საპარლამენტო კვოტები ეროვნული უმცირესობებისთვის მილი მეჯლისში და კონსტიტუციით გარანტირებული იყოს. ეს, ალბათ, იქნება პირველი ნაბიჯი სიტუაციის გამოსწორებისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, „Armepress“-ის  ცნობით.

ნახეთ მეტი
Back to top button