საერთაშორისო

კელი დეგნანმა ახალქალაქში “ამერიკის თარო” გახსნა

ახალქალაქის #3 საჯარო სკოლაში “ამერიკის თარო” გაიხსნა. სივრცე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ადგილობრივებთან ერთად გახსნა. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს ახალქალაქის #3 საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდი.

კელი დეგნანის განცხადებით, ახალქალაქის ამერიკული თარო საქართველოს მასშტაბით მე-17 სივრცეა, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ განივითარონ ინგლისური ენა, ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებებში და გაიუმჯობესონ უნარები.

ამერიკული სივრცით სარგებლობას ახალქალაქის ყველა სკოლისა და ნებისმიერი ასაკის მოსწავლე შეძლებს.

ამერიკული სივრცეები არის ერთგვარი საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურის პროგრამები.

ფოტოები ფეისბუქგვერდიდან

ნახეთ მეტი
Back to top button