მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანიდან პატიმრების დაბრუნება პრიორიტეტულია. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

ერევანი არ აპირებს უარი თქვას თავის უპირველეს ამოცანებზე, კერძოდ, სომეხი ტყვეების დაბრუნებაზე აზერბაიჯანიდან. News.am წერს, რომ ამის შესახებ 24 მარტს, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

მისი თქმით, ბაქო აგრძელებს ადრე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას და დიდი ხანია უარს ამბობს სამხედრო ტყვეების დაბრუნებაზე.

„ოფიციალური მონაცემებით, სომხეთის 33 მოქალაქე აზერბაიჯანის ტყვეობაში იმყოფება. თუმცა, არსებობს უამრავი მონაცემი, მათ შორის ვიდეო და ფოტო, რომლის მიხედვითაც მათი რიცხვი რეალურად გაცილებით მეტია. აზერბაიჯანი ამ ფაქტს უარყოფს“, – განაცხადა მირზოიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათი დაუყოვნებლივ დაბრუნების საკითხი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და შეხვედრაზე დგას.

ნახეთ მეტი
Back to top button