პოლიტიკა

აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტოს სომხეთის დადანაშაულება მის განსასჯელ ქმედებებში. მარგარიანმა გაეროს გენერალურ მდივანს წერილი მისწერა

24 მარტს, როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის ოფიციალური დოკუმენტი, გამოქვეყნდა გაეროს გენერალურ მდივანისადმი მიმართული სომხეთის მუდმივი წარმომადგენლის მჰერ მარგარიანის წერილი აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ბრალდებებს სომხეთის წინააღმდეგ, შეიარაშებულ კონფლიქტში ბავშვების ჩართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ NEWS.am-ს აცნობებს გაეროში სომხეთის მუდმივი წარმომადგენლობა.

წერილში უარყოფილია გაეროში აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია სომხეთის შეიარაღებულ ძალებში არასრულწლოვანთა სავარაუდო ჩართულობის შესახებ და ხაზგასმულია, რომ გაეროში სიცრუის გავრცელება აზერბაიჯანის მახასიათებლად იქცა.

ხაზს უსვამს რა სომხეთის ერთგულებას კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვაზე, სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტოს უშედეგო მცდელობა დაადანაშაულოს სომხეთი საკუთარ განსასჯელ ქმედებებში, მათ შორის აშკარა პროპაგანდისტული მიზნებისთვის ბავშვთა უფლებების თემის ბოროტად გამოყენებაში და ამის სანაცვლოდ შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები, კერძოდ, საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებითი ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button