პოლიტიკა

აშშ-ის სამხედრო დახმარება აზერბაიჯანისთვის რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს  – ირანელი ექსპერტი

ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სახმელეთო ჯარების მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ პაკპური გუშინ ესტუმრა  ირანის საზღვრებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან და ირანის ჯარების საბრძოლო მზადყოფნა შეამოწმა.

ზოგიერთი ირანული წყარო დღეს უკვე იუწყება, რომ ირანი ნახიჩევანის საზღვართან ახალი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში 300 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა და ტანკია გადატანილი.

ირანის გვარდიის კორპუსის მეთაურის, გენერალ სარდარ მოჰამად პაკპურის სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში ვიზიტის შესახებ ირანული მედია იუწყება, რომ მაღალჩინოსანი სამხედროებს გაესაუბრა, შეაფასა მათი საბრძოლო მზადყოფნის დონე და მორალური მზადყოფნა.  ირანის მაღალჩინოსანმა სამხედრო ჩინოვნიკმა სიტყვით მიმართა ჯარს და ხაზი გაუსვა, რომ

„თავდაცვითი უსაფრთხოების საკითხმა არ იცის სიცივე, სიცხე,  უქმე  და სამუშაო დღეები. მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ამ საკითხს“.

ამ ვიზიტს ირანული პრესა გამოეხმაურა,  რომ ირანი ნახიჩევანის საზღვართან ახალი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში 300 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა და ტანკია გადატანილი.

ბოლო დღეებში ირანული ტელეგრამის არხები აქტიურად ავრცელებენ სიახლეებს სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისა და ჯარის მაღალ სამხედრო მზადყოფნაზე მოყვანის  შესახებ. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს გაფრთხილება, ირანის წითელი ხაზების შეხსენების საშუალება.

ირანოლოგი ფუია ჰოსეინი შენიშნავს, რომ ირანში ეს მოვლენები მიმდინარეობს იმ ინფორმაციის ფონზე, რომ აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ესკალაციისთვის ემზადება.

„ირანმა ჯარები 100 პროცენტიან საბრძოლო მდგომარეობამდე მიიყვანა. ასეთი ვითარების მომსწრე გავხდით სექტემბრის ომის დროს, როდესაც ირანი ატარებდა სამხედრო წვრთნებს, ბაქოში გაგზავნა სხვადასხვა სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლები, რომლებიც აფრთხილებდნენ შედეგებზე. თუ აზერბაიჯანი შეეცდება „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნას, ირანი წინააღმდეგობას გაუწევს, ჩაერევა და არ დაუშვებს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას.

ირანელი ექსპერტის თქმით, მოვლენები აიძულებს ირანს გადახედოს სიტუაციას, იგრძნოს საფრთხეები, კიდევ ერთხელ შეახსენოს თავისი წითელი ხაზები.

„სხვადასხვა არხებით ოფიციალურ ბაქოს უგზავნის მესიჯებს, რომ არ დაუშვებს ახალ ესკალაციას ყარაბაღში ან სომხეთში, არ დაუშვებს  კვლავ გადადგას ნაბიჯები სიუნიქში ზანგეზურის დერეფნის საკითხზე, სამხედრო შეტაკებების შესაქმნელად.

ამ თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურის, გენერალ პაკპურის ბოლო ვიზიტი სომხეთთან და აზერბაიჯანთან სასაზღვრო ზონაში, რომლის დროსაც იგი ადგილზე გაეცნო ვითარებას და შეამოწმა სამხედროების მზადყოფნის დონე, ამბობს ფუია ჰოსეინი.

საინტერესოა, რომ გენერალ პაკპურის ვიზიტი საზღვარზე მოჰყვა იმას, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა  2024 წლისათვის გაითვალსიწინა აზერბაიჯანთან 700 000 დოლარის სამხედრო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანს  უზარმაზარი საზღვარი აქვს ირანთან,  ირანოლოგები აშკარად მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანი, გრძნობს აშშ-სა და  დასავლეთის მხარდაჭერას ირანის წინააღმდეგ პროპაგანდის სფეროში. ექსპერტების აზრით, აშშ აზერბაიჯანს იმიტომ ეხმარება, რომ ეს უკანასკნელი ანტიირანულ პლატფორმად ითვლება ყველა სახის ოპერაციებისთვის. ბუნებრივია, გათვალისწინებულია თურქეთისა და ისრაელის მხარდაჭერაც. ირანოლოგები ამჩნევენ, რომ ყველას აქვს ინტერესები ირანის წინააღმდეგ. თუმცა, ირანელი ექსპერტი ფუია ჰოსეინი დარწმუნებულია, რომ ამ დახმარებას არაფრის მოტანა  არ შეუძლია, გარდა რეგიონის დესტაბილიზაციისა და დიდი ომის რისკის გაზრდისა.

„აზერბაიჯანისთვის 700 000 დოლარის დახმარებას გამართლება არ აქვს, რადგან შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის, რა შედეგებს მოიტანს რეგიონში  აზერბაიჯანული არმიის გაძლიერება. ეს არ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ, ეს გამოიწვევს ამიერკავკასიაში არასტაბილურობას. ჩვენ მოწმენი გავხდით. არცახის 44-დღიან ომამდე და მის დროს თურქეთისა და ისრაელის მიერ აზერბაიჯანისთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდებამ დაარღვია სამხედრო ძალების ბალანსი ამიერკავკასიაში და დაიწყო ომი.

სომეხი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სომხეთმა უნდა იმუშაოს არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ საერთაშორისო პლატფორმებზეც, შეიძინოს ახალი პარტნიორები, რაც არ ნიშნავს ძველი პარტნიორების უარყოფას.

ნახეთ მეტი
Back to top button