პოლიტიკა

აზერბაიჯანის მცდელობებს, ჩაახშოს არცახი, თან ახლავს საერთაშორისო საზოგადოების სრული უმოქმედობა. ბაბაიანი

არცახის სრული დახშობის მცდელობებს თან ახლავს საერთაშორისო საზოგადოების სრული უმოქმედობა. ამის შესახებ განაცხადა არცახის პრეზიდენტის სპეციალური დავალებებით მრჩეველმა-წარმომადგენელმა დავით ბაბაიანმა, რომელმაც NEWS.am-ის ჟურნალისტის თხოვნით კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის მცდელობებზე, რომ წინ წავიდეს სტეფანაკერტი-ლისაგორის მონაკვეთზე.

„აზერბაიჯანი ახორციელებს ახალ მცდელობებს, კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდოს არცახის მოსახლეობა და შეუქმნას გაუსაძლისი პირობები. რასაც აზერბაიჯანი აკეთებს არის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების უხეში დარღვევა, დარტყმა არცახზე და კიდევ ერთი დარტყმა სომხეთის რესპუბლიკისთვის. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ რუსეთმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურად. აზერბაიჯანის ქმედებები არის კანონის ყველა შესაძლო ნორმის აშკარა დარღვევა“, – განაცხადა ბაბაიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფრის ფონზე ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და აზერბაიჯანს შორის მორიგი „თაფლობის თვე“ მიმდინარეობს. „ეს ის შემთხვევაა, როცა არცახში ფაქტობრივი გენოციდი ხორციელდება. იმ ევროპულმა ქვეყნებმა მორალური ფასეულობები ფასად აქციეს, ეს არის ცივილიზებული სამყაროს ყველაზე დიდი პრობლემა დღეისათვის. ის ყოველთვის არსებობდა, ახლა კი უკიდურეს დონემდე მივიდა“, – დაასკვნა არცახის პრეზიდენტის მრჩეველმა.

როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, გასული შაბათიდან აზერბაიჯანმა რამდენჯერმე სცადა ამ მონაკვეთზე წინსვლა, რათა მოეჭრა არა მხოლოდ გზატკეცილი, არამედ ლაჩინის დერეფნის ყველა გრუნტიანი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან აკავშირებს. მარიამ ლევინა

ნახეთ მეტი
Back to top button