კულტურა

როზა ლინის SNAP სტრიმირებულია  მილიარდზე მეტჯერ

როზა ლინის სიმღერას „Snap“, რომელმაც წარმოადგინა სომხეთი ევროვიზიაზე 2022 წელს, ციფრულ პლატფორმებზე და რადიოსადგურებზე სტრიმირებული  იქნა მილიარდზე და მეტად.   

სიმღერამ პლატინის სტატუსი მიიღო 11 ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ ლინმა კონკურსში მე-20 ადგილი დაიკავა, Snap გახდა კონკურსის ისტორიაში ხუთ ყველაზე სტრიმირებული სიმღერიდან ერთ-ერთი. ევროვიზიის შემდეგ სიმღერა პოპულარული გახდა TikTok-ზე და შემდეგ Spotify-ზე.

2022 წლის დეკემბერში სიმღერა Snap  მოხვდა „ევროვიზიის“ YouTube არხზე ყველაზე ნახულ კლიპებს შორის.

Snap-ის სიმღერის ავტორები არიან კომპოზიტორები როზა ლინი, ლარზ პრინციპატო, კორტნი ჰარელი, ელი კრისტალი, თამარ მარტიროსიან-კაპრელიანი. ტექსტის თანაავტორები არიან როზა ლინი, ლარს პრინციპატო, კორტნი ჰარელი, ელი კრისტალი, თამარ მარტიროსიან-კაპრელიანი, ჯერემი დუსულეტი.

ნახეთ მეტი
Back to top button