საზოგადოება

აშშ-მ    გაზარდა და რუსეთმა შეამცირა იარაღის გაყიდვის წილი მსოფლიო ბაზარზე

იარაღის გლობალურ ექსპორტში დიდი ხანია დომინირებს აშშ და რუსეთი (არიან იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში). თუმცა, სხვაობა მათ  შორის მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო რუსეთსა და სიდიდით მესამე მომწოდებელს, საფრანგეთს შორის სხვაობა შემცირდა. აშშ-ს იარაღის ექსპორტი 2013-17 და 2018-22 წლებში გაიზარდა 14%-ით, ხოლო 2018-22 წწ. შეერთებულ შტატებზე  მოდიოდა იარაღის მსოფლიო ექსპორტის 40%. 2013-17 და 2018-22 წწ. რუსეთის იარაღის ექსპორტი 31%-ით შემცირდა, ხოლო მსოფლიო იარაღის ექსპორტში მისი წილი 22%-დან 16%-მდე შემცირდა, ხოლო საფრანგეთის წილი 7,1%-დან 11%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ როგორც radar.am-ი წერს  სტოკჰოლმში მოქმედი სამშვიდობო საკითხების შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტი “SIPRI” იტყობინება.

რუსული იარაღის ექსპორტი 2013-17 და 2018-22 წლებში 10 მომხმარებლიდან 8-მდე შემცირდა. რუსული იარაღის ყველაზე დიდ ,ო,ხმარებელთან, ინდოეთთან ექსპორტი 37%-ით შემცირდა, დანარჩენ 7 ქვეყანაში კი 59%-ით. თუმცა, რუსული იარაღის ექსპორტი გაიზარდა ჩინეთში (+39%) და ეგვიპტეში (+44%) და ისინი გახდნენ რუსული იარაღის სიდიდით მეორე და მესამე მომხმარებელი.

ნახეთ მეტი
Back to top button