
28 მარტს სრ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვაჰე ღაზარიანმა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე და მაღალი შეფასება მისცა სომხეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობებს.
პოლიციაში NEWS.am-ს აცნობეს, რომ სტუმრის დახვედრის შემდეგ ვაჰე ღაზარიანმა ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა ნაყოფიერი მუშაობა და წარმატებები.
ვაჰე ღაზარიანმა აღნიშნა წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოები, რომლებიც მიმართული იყო დანაშაულთან ბრძოლაში.
მადლიერება გამოხატა რა თბილი მიღებისა და მილოცვისთვის, გიორგი შარვაშიძემაც მაღალი შეფასება მისცა ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. მან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების მზადყოფნა გამოთქვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არფინე სარგსიანმა სტრუქტურის ფორმირების სამუშაოების გაცნობისას ისაუბრა რეგიონებში საპატრულო სამსახურის დანერგვაზე, კრიმინალური პოლიციისა და ტერიტორიული დანაყოფების რეფორმებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სევანის ტბაში წყლის საპატრულო სამსახურის დანერგვა, ორი სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.







