მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრება

3-4 აპრილს სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრება.

მინისტრი მირზოიანი შეხვდება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბოგდან აურესკუს, რის შემდეგაც მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში არარატ მირზოიანი სხვა მაღალი რანგის შეხვედრებსაც გამართავს, მათ შორის რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მინისტრი მირზოიანი განიხილავს სომხეთ-რუმინეთის ორმხრივი თანამშრომლობისა და სრ-ევროკავშირის პარტნიორობის საკითხებს, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხებს.

ნახეთ მეტი
Back to top button