საზოგადოება

ნიუ-იორკის Times Square-ში გამართება   გენოციდის 108-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება  გაიმართება  ნიუ-იორკში, თაიმს სკვერში 23 აპრილს 13:30 საათზე.  როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, გენოციდის 108-ე წლისთავის ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იქნებიან კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კვლევის ინსტიტუტის მშვიდობის მშენებლობისა და უფლებების პროექტის დირექტორი,  არცახში მომხდარი სისასტიკის შესახებ პროექტის დამფუძნებელი დევიდ ლ. ფილიპსი,  ასევე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი აშშ-ში რობერტ ავეტისიანი.

ღონისძიებას 39 წელია ორგანიზაცია „ვარდანელთა  რაინდები და ქალები“ ​​აწყობენ. სხვათა შორის, ორგანიზაცია ასევე მომხსენებელს  დევიდ ლ. ფილიპსს  გადასცემს ჰუმანიზმის  ჯილდოს.  

ღონისძიებაზე გამოვლენ სხვადასხვა ოფიციალური პირები, ასევე ანსამბლი “ჰუისერ”, წმიდა მოწამეთა სომხური გიმნაზიის  და ბრუკლინის სომხური სკოლის მოსწავლეებთან ერთად.

ცნობაში ნათქვამია,  რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა 2019 წელს ერთხმად აღიარეს გენოციდი, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 24 აპრილს აღიარა ის.

ნახეთ მეტი
Back to top button