კულტურა
ბრიუნეტი „ევროვიზია 2023“-ის ათეულში გამოჩნდება – BBC-ის პროგნოზი

ბრიუნეტს, რომელიც წარმოადგენს სომხეთს ევროვიზიის 2023 სიმღერის კონკურსში, BBC-ის პროგნოზით საუკეთესო ათეულში ვიხილავთ.
ბრიუნეტი 21 წლის ელენ იერემიანის სასცენო სახელია, მას სომხეთში მიმდევრების დიდი არმია ჰყავს. ბალადა „Future lover“, რომელიც მან ევროვიზიისთვის დაწერა, მის მომავალ სიყვარულზეა.
BBC-ის ცნობით, ლამაზი, კაშკაშა სიმღერა რეპ ნაწილთან ერთად უნიკალური და მიმზიდველია.
BBC პროგნოზირებს, რომ ფრანგული „La Zarr“ და შვედური „Loreen“ წელს სავარაუდოდ გამარჯვებულები იქნებიან.







