პოლიტიკა
კუხო-ს მისია მზადაა სომხეთში ჩასასვლელად – „Sputnik-სომხეთი“

კუხო-ს მისია მზადაა სომხეთში ჩასასვლელად. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა განუცხადა, იუწყება Sputnik-Armenia.
“ეს დადასტურდა უმაღლეს დონეზე, კუხო-ს მისია მზადაა ჩამოვიდეს, თუ სომხური მხარე მზად იქნება”, – განაცხადა მან.
ახლა, მისი თქმით, ეს საკითხები, როგორც ადრე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მოსამზადებელ ეტაპზეა.
„ვფიქრობ, ამ მომზადების შედეგად ჩვენ გვეცოდინება, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა კოპირკინმა.







