საზოგადოება
რფ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეობას ყველაზე ხშირად იღებენ რუსები – მათ შორის სომხეთიც არის

რუსები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ყველაზე ხშირად იღებენ ისრაელის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთის, გერმანიის და რიგი სხვა ქვეყნების მოქალაქეობას, იუწყება TASS-ი.
„ყველაზე მეტად, რუსეთის მოქალაქეებმა გვაცნობეს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის არსებობის შესახებ ისრაელში, უკრაინაში, სომხეთში, თურქეთში, გერმანიაში, საქართველოში, აშშ-ში, მოლდოვაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში“, – ამბობს სააგენტოს რესპოდენტი.
ზოგადად, რფ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს 50 ათასზე მეტი შეტყობინება შემოვიდა უცხო ქვეყანაში სხვა მოქალაქეობის ან ბინადრობის სტატუსის არსებობის შესახებ.







