
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარის ბუიარ ოსმანიმ განაცხადა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც ერთადერთი სტრუქტურაა, რომელსაც აქვს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო მანდატი, ამჟამად გაყინულია, თუმცა მას შეუძლია როლი შეასრულოს შესაბამისი სიტუაციის დადგომის შემთხვევაში.
ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუიარ ოსმანიმ ერევანში საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეეხო რა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას იმაზე, რომ „მინსკის ჯგუფმა ამოწურა თავი და ამის საჭიროება აღარ არის, კოფლიქტი არ არსებობს“.
„მინსკის ფორმატი ოფიციალურად ბუქარესტის სამიტზე ჩამოყალიბდა და ის არსებობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მინსკის ჯგუფს“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.
„ის ამჟამად გაყინულია. თუმცა, მე არ შემიძლია უარვყო, რომ მინსკის ფორმატმა შეიძლება როლი ითამაშოს, როცა შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება“, – აღნიშნა ოსმანმა.
როგორც მან თქვა, ეუთო არ არის მხოლოდ მინსკის ჯგუფი, ეუთოს აქვს მრავალი სხვა ინსტრუმენტი და მექანიზმი, რომელიც შეიძლება დაინერგოს სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად.
“და მე ვარ აქ, რათა ხელი შევუწყო და შევიტანო ჩემი წვლილი ამ სამშვიდობო პროცესში, შევთავაზო ეუთო-ს მოქნილი და ორიგინალური ინსტრუმენტები ნდობის აღდგენისთვის, შერიგებისკენ, სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად და ყოვლისმომცველი, სტაბილური გადაწყვეტის მისაღწევად”, – თქვა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.







