
სომხეთიდან ექსპორტი 2022 წლის იანვარ-დეკემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77,7 პროცენტით გაიზარდა და 5 მილიარდ 360,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში „სომხეთის მთავრობის პროგრამის (2021-2026) განხორციელების პროგრესისა და შედეგების შესახებ 2022 წელს“.
2022 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 5,7 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა 90,2 პროცენტით. 2022 წლის იანვარ-დეკემბერში ექსპორტმა დრამში 2 ტრილიონ 270,6 მილიარდი დრამი შეადგინა.
„საანგარიშო პერიოდში იმპორტმა 8 მილიარდ 768,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით 63,5 პროცენტით მეტია. 2022 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, იმპორტი 1,6 პროცენტით, ხოლო 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 60,2 პროცენტით გაიზარდა. ფულადი თვალსაზრისით, იმპორტმა 2022 წლის იანვარ-დეკემბერში 3 ტრილიონ 733,4 მილიარდი დრამი შეადგინა“, – ნათქვამია ანგარიშში.







