ეკონომიკა
ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა – 2025-26 წლებში

სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა ახალი ატომური ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოებზე ისაუბრა.
როგორც იუწყება RADAR ARMENIA, მინისტრის თქმით, სამუშაოები 2025-26 წლებში უნდა დაიწყოს. „სამუშაო ბევრია. ეს არის საკმაოდ სერიოზული, რთული გადაწყვეტილება ფინანსური, პოლიტიკური, ენერგეტიკული და დროის თვალსაზრისით“. მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურები შენდება 60+40 პერიოდისთვის. „მათ 100 წლიანი სიცოცხლე მაინც უნდა ჰქონდეთ. ახლა საჭიროა სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რომ როცა აშენდება, სავარაუდოდ 2035-36 წლებში, გვქონდეს ახალი ენერგობლოკი, იქნება ეს ისეთი სიმძლავრით, რომ მოერგოს ჩვენს ენერგოსისტემას“.







