ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აკვირდება აზერბაიჯანის ქმედებებს ლაჩინის დერეფანში

ლაჩინის დერეფანში არსებული ვითარების შესახებ მიუკერძოებელი ანგარიშის მოსამზადებლად ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს. RADAR ARMENIA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებელმა, ირლანდიელმა დეპუტატმა პოლ გავანმა. 23 აპრილს ლაჩინის დერეფნის დასაწყისში აზერბაიჯანის მიერ საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნის კომენტირებისას გაავამ აღნიშნა: „აზერბაიჯანის ეს ცალმხრივი ქმედება ხდება 2022 წლის 12 დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და სომხეთს შორის ერთადერთი საკომუნიკაციო მარშრუტის, ლაჩინის დერეფნის შეუფერხებელი გავლის შეფერხების ფონზე და მზარდი დაძაბულობის ფონზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყურადღებით აკვირდება ამ ვითარებას“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მთიანი ყარაბაღის ხალხის ტანჯვა და ბლოკადის გამო იქ გამეფებული სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი უკვე დადასტურებულია“.







