
სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არმან სარგსიანი შეეხო მთავრობის სხდომაზე მიღებულ პროექტს, ისაუბრა რა სომხეთში ქალებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის შექმნის პროექტზე.
როგორც იუწყება Armenpress-ი, ჟურნალისტებთან საუბარში არმან სარგსიანმა დააზუსტა, რომ სამხედრო სამსახურში გასვლის მსურველი ქალები 6 თვის ვადით სასწავლო სამხედრო ნაწილებში იმსახურებენ.
კითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ოპერაციებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას სამხედრო ქალები, რომლებიც 6-თვიან სამსახურს დაასრულებენ, სარგსიანმა უპასუხა: „ისინი სასწავლო სამხედრო ნაწილში იმსახურებენ“.
21 აპრილს სომხეთის მთავრობამ მიიღო პროექტი, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს გაიარონ სამხედრო სამსახური 6 თვის ვადით, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება ეროვნულ კრებას.







