თურქი პოლიტოლოგი: „თურქეთში სომხებს მტრებად აღიქვამენ, ამას თითქმის ყველა კვლევა აჩვენებს“

თურქეთის პრობლემები რეგიონის ქვეყნებთან, როგორებიცაა ლიბია, ეგვიპტე, სირია, ერაყი, იმდენად რთულია, რომ სრული მოგვარების უზრუნველყოფა ახლა შეუძლებელია.
Ermenihaber.am-თან საუბარში ასეთი მოსაზრება გამოთქვა თურქმა პოლიტოლოგმა, ჟურნალისტმა, ათენის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯენგიზ ახტარმა, რომელმაც უპასუხა კითხვას, თუ რა სახის პრობლემების გადაჭრას ცდილობს ანკარა „მეზობლებთან ნულოვანი პრობლემის“ პოლიტიკაზე დროებით გადასვლით, თანაც ცდილობს დარეგულირების პროცესები დაიწყოს რეგიონის ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი, ეგვიპტე, სირია, სომხეთი და ა.შ.
„სომხეთთან საქმე ცოტა სხვაგვარადაა, მაგრამ თურქეთის პრობლემები დანარჩენ ქვეყნებთან ისეთი რთული, ჩახლართული და უკვე იმდენად ქრონიკულია, რომ შეუძლებელია მათი გადაჭრა ისე, როგორც ანკარა იმედოვნებს და ისწრაფვის“, – ხაზგასმით აღნიშნა პროფესორმა ახტარმა.
სირიის მაგალითზე დაწვრილებით საუბრისას ახტარმა აღნიშნა, რომ დამასკო დადებითად ეხმაურება ანკარას ნაბიჯს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დიალოგის დაწყებამდე თურქეთმა თავისი ჯარები სირიიდან უნდა გაიყვანოს. „თუმცა, იქ ბევრი ჯარისკაცია, 40 ათასი ჯარისკაცია, ბევრი ჯიჰადისტია, თურქეთი კვებავს ამ ჯიჰადისტებს, როგორ იქნება, როგორ მოხერხდება, ანუ თითქმის შეუძლებელია, ძალიან, ძალიან რთულია. ”, – ამბობს პოლიტოლოგი.
ეგვიპტე-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას თურქმა პოლიტოლოგმა ეგვიპტის მოთხოვნაზე გაამახვილა ყურადღება,იგივე მოთხოვნას საბერძნეთიც აყენებს. საუბარია ლიბიასთან ურთიერთობის მოწესრიგებისა და ჯარების გაყვანაზე, საზღვაო საზღვრის შეთანხმების გაუქმების მოთხოვნაზე.
„ანკარის მხრივ მათი შესრულება შეუძლებელია. ამისთვის აუცილებელია პოლიტიკის შეცვლა. ხელ-ფეხ შეკრულია. ამბობენ, გაიყვანეთ თქვენი ჯარი ლიბიიდანო, მაგრამ თურქეთი ამ შემთხვევაში ფულს შოულობს, ფულს იღებს იმისთვის, რომ თავისი ჯარები ლიბიაში დგას. ანალოგიურად, დიდი ალბათობით, ფულს აზერბაიჯანიდან იღებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო შეთანხმება არ შეიძლება იყოს თავისუფალი შეთანხმება. ეს არ არის აზერბაიჯანელების „შავ თვალების და შავი წარბების“ ხათრით გაფორმებული კონტრაქტი, შეუძლებელია ასე მოხდეს, რადგანაც იქ თურქეთი სამხედრო სამსახურს ახორციელებს“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ასევე კითხვაზე, თუ რას ფიქრობს თურქი ხალხი ანკარას მიერ ინიცირებულ მოგვარების პროცესებზე, ახტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უბრალო ხალხს ზოგადად არ აქვს საგარეო პოლიტიკური პროცესების სრული აღქმა.
„როგორც თითქმის ყველა დიდ ქვეყნებში, თურქეთი კი დიდი ქვეყანაა, ხალხს საერთოდ არ ესმის საგარეო პოლიტიკა, არ იცის. მაგალითად, თუ დღეს თურქს სთხოვთ, აჩვენოს აზერბაიჯანი რუკაზე, ბევრი ვერ შეძლებს. სომხეთსაც ვერ აჩვენებენ, რადგან არ იციან სად არის. მაგალითად, ერთხელ კვიპროსთან დაკავშირებით ინცედენტი მოხდა, როცა კვიპროსს რუკაზე შავ ზღვაში ეძებდნენ. სამაგიეროდ თურქეთში ხალხი ზოგადად ძალიან ღიაა ნაციონალისტური პროპაგანდის მიმართ.
განვიხილოთ სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების შემთხვევა. მაგალითად, თუ ვინმე ადგება და იტყვის, რომ არ არის აუცილებელი სომხეთთან საზღვრის გახსნა, ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც შეეცდება საპირისპიროს მტკიცებას. არის ასეთი მგრძნობიარე წერტილი. სომეხთა გენოციდის უარყოფის ერთ-ერთი ყველაზე მავნე შედეგი არის ნეგატიური დამოკიდებულება სომხების მიმართ თვით თურქეთში. ძირითადად, სომეხი აღიქმება მტრად, თითქმის ყველა კვლევა აჩვენებს, რომ, არა მარტო სომეხი, არამედ ბერძენიც და ა.შ. რადგანაც მათი დაპირისპირება არ მომხდარა, არაფერი არ იციან, უფრო უარესი – პირიქით იციან“ – აღნიშნა პოლიტოლოგმა.







