მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის ცალმხრივი ქმედებები მიუღებლად მიიჩნიეს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრ კატრინ კოლონას ხელმძღვანელობით.

როგორც “Armenpress”-ს  სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი მიესალმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობებისადმი ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ყურადღებას. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმ დინამიკით, რაც გვაქვს ჩვენს ურთიერთობაში. ეს ურთიერთობები არა მხოლოდ მაღალ დონეზეა, არამედ ვფიქრობ, რომ გვაქვს მათი განვითარების პოტენციალი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, თქვენ, მთავრობას იმ ყურადღებისთვის, რომელიც ექცევა ჩვენი რეგიონის პრობლემებს, კერძოდ, მთიანი ყარაბაღის და ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებულ კრიზისს. კიდევ ერთხელ მივესალმები და მოხარული ვიქნები მოვისმინო თქვენი შეფასებები, შთაბეჭდილებები ვიზიტისა და ჩვენი რეგიონის მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

წყაროს ცნობით, თავის მხრივ, კატრინ კოლონამ მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა: „პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში და დაუყოვნებლად გადმოგცემთ პრეზიდენტის მეგობრულ მისალმებას. თქვენ იცით, რომ საფრანგეთი სომხეთის მეგობარია, სომხეთის გვერდით დგას და ბევრი რამ გვაკავშირებს ამ ქვეყანასთან. მაგრამ პირადად მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ იმ რეფორმების, ძალისხმევისა და მუშაობის დროს, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, ჩვენ ასევე თქვენს გვერდით ვართ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ძიების საქმეშიც.

„განხილული იქნა სომხეთსა და საფრანგეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები.

საუბარი შეეხო მთიან ყარაბაღში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ლაჩინის დერეფნის გარშემო შექმნილი ვითარების შედეგად.

თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ შესრულების აუცილებლობას და აზერბაიჯანის მხრიდან ლაჩინის დერეფნის განბლოკვის აუცილებლობას. აზერბაიჯანის ცალმხრივი ქმედებები, მათ შორის ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს დაყენება, მიუღებლად იქნა მიჩნეული, რაც 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების უხეში დარღვევაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ აზრები ასევე გაცვალეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში ხაზი გაესვა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტურ საქმიანობას.

ნახეთ მეტი
Back to top button