პოლიტიკა

თურქეთმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე სომხეთისთვის მესამე ქვეყნებში ფრენებისთვის  –  ჩავუშოღლუ

თურქეთმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე სომხეთისთვის მესამე ქვეყნებში ფრენებისთვის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

TASS-ის ცნობით, მან თქვა:

„საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში თვითმფრინავებს ნებას დავრთავთ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ დავუშვებთ ლაინერებს და კერძო თვითმფრინავებს ჩვენს ტერიტორიაზე, სანამ სომხეთის მხრიდან იქნება პროვოკაციები თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. თუ არ შეჩერდნენ, სხვა ზომებს მივიღებთ“.

საჰაერო სივრცის დახურვის მიზეზად ჩავუშოღლუმ ერევანში ოპერაცია „ნემესისის“ გმირების ძეგლის გახსნა დაასახელა.

Reuters-ის ცნობით, NTV-თან საუბარში ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, თუ ძეგლი არ მოიხსნება.

გასულ თვეში ერევნის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა მემორიალური კომპლექსი „ნემესისის“ ოპერაციაში მონაწილეთა ხსოვნისადმი.

29 აპრილს თურქეთმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე სომხურ ავიაკომპანია „FlyOne Armenia“-სთვის  წინასწარი შეტყობინების გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button