საერთაშორისო

ქილიჩდაროღლუმ  ერდოღანს ფეხქვეშ მიწა გამოაცალა

როგორც Armenpress.am-ი წერს, თურქეთში 14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციური ალიანსის „ერის“ კანდიდატიმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა, სახალხო რესპუბლიკური პარტია „ქემალ“-ის  (CHP) ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის  ალევის  მიმდევარია. მან ამის შესახებ თქვა  Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მუსლიმია და დასძინა, რომ ადამიანი ყალიბდება მისი იდენტობით, რომელიც იმსახურებს პატივისცემასა და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ის იშვიათად ლაპარაკობდა თავის რწმენაზე, არასოდეს უარყოფია ის. არჩევის შემთხვევაში, ფაქტობრივად, პირველი ალევი პრეზიდენტი იქნება. მისი კანდიდატობის წამოყენებამდე არა მხოლოდ ანალიტიკოსები, არამედ მისი პარტიის ზოგიერთი წევრიც კი აღნიშნავდა, რომ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ კონსერვატორებისა და ისლამისტები მას ხმის მიცემაზე უარს ეტყვიან.  იმავდროულად, ამ გზით მას ექნება ალევიების ხმები, რაც, ყველაფერთან ერთად, გაცილებით მეტი იქნება ვიდრე ხმების შესაძლო დაკარგვა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური ბლოკის 6 პარტიიდან 5 კონსერვატიულია და ერთი ისლამურია. მით უმეტეს, როცა ნეო-ოსმალეთის პოლიტიკის განხორციელებელ  ერდოღანს, ალევების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება აქვს.

მართალია ქემალისტურ თურქეთში, სადაც ეყრდნობოდნენ თურქულ იდენტობას და ცდილობდნენ სხვა ერებისა და ეროვნების „გათურქებას“, ზეწოლა ალევიებზე ნაწილობრივ შესუსტდა, მაგრამ მათ მიმართ დისკრიმინაციისა და ზიზღის პოლიტიკა გაგრძელდა. ამას მოწმობს 1937-38 წწ. დერსიმის 65-70 ათასი ზაზა- ალევის დარბევა. დასავლური მასმედიის ცნობით, ალევიები შედარებით კარგ მდგომარეობაში გასული საუკუნის 90-იან წლებში, ტურგუტ ოზალისა და სულეიმან დემირელის მმართველობის დროს აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება თურქეთში მცხოვრები ალევიების რაოდენობას, რომლებიც არიან არაბები, ქურთები და თურქები, მიუკერძოებელი და მეცნიერული სტატისტიკის არარსებობის გამო, ზუსტი  მონაცემები არ არსებობს. მათმა  ჯერ კიდევ 1990 წელს გამოაცხადეს,  რომ 20 მილიონი არიან, მაგრამ ოფიციალური ანკარა მათ რიცხვს პოლიტიკური და ეგოისტური მიზეზების გამო ამცირებს და 1-დან 2-3 მილიონამდე მიიჩნევს. იმავდროულად, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, თურქეთში ალევიების რაოდენობა 15 მილიონზე მეტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სხვა მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც თურქეთის მოსახლეობის 25-40 პროცენტი ალევია, მათგან 40 პროცენტი კი ქურთები და ზაზაები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეხვედრები გამართა ალევიებთან, ხაზი გაუსვა სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ქვეყნის მთელი მოსახლეობის ძმობასა და თანასწორობას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერავინ დააზარალებს მათ ერთობასა და სოლიდარობას, მაგრამ მის მიერ აღებული პოლიტიკა ალევიების მიმართ გამოხატული დისკრიმინაციაა. ამიტომ, საზოგადოების არჩეული წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და რელიგიური ლიდერები ხშირად უარს ამბობდნენ ასეთ შეხვედრებში მონაწილეობაზე. ამასთან, ისინი არ მიესალმნენ მოწოდებებს და ხაზს უსვამდნენ, რომ ეს საქმით უნდა დადასტურდეს.  ერდოღანი და მისი თანაპარტიელები ხშირად იყენებენ სიტყვა ალევის, როგორც შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გამოთქმას, მათ ადარებენ სომხებს, იეზიდებსა და ზარაჰუშტრელებს,  უფრო მეტიც, ერდოღანი საუბრობს „ჯემევიშებზე“, ალევიურ სამლოცველოებზე, როგორც კულტურის ცენტრებზე და ხაზს უსვამს, რომ ლოცვის ადგილი არის მეჩეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მათ მუსლიმებად არ თვლის. ზოგიერთ კომენტატორს მიაჩნია, რომ ერდოღანის ხელისუფლების პოზიციას ბაშარ ასადის  მიმართ განპირობებულია იმით, რომ ასადი ალევია. აქვე დავამატოთ, რომ თურქეთში მოქმედი 900-ზე მეტი „ჯემევიში“ უკანონო ნაგებობად ითვლება, რადგან მთავრობა მეჩეთების მსგავსად ჯემევიშებზე ფინანსებს არათუ არ გასცემს, არც მშენებლობის ნებართვასაც კი არ  გიძლევა. იყო შემთხვევები, როცა დასცინოდნენ იმ სალოცავ ადგილებს, მიაჩნდათ მახინჯად და ყურების ღირსად არ თვლიდნენ. ასეთ პირობებში აშკარაა, რომ ალევიები ხმას   კილიჩდაროღლუს მისცემენ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წიგნების „ერდოღანის იმპერია“ და „სულთნის დაცემა, ანუ ფიქრები თურქეთის პოლიტიკურ მომავალზე“ ავტორი, ვაშინგტონის კვლევითი ცენტრის თურქული კვლევების პროექტის დირექტორი სუნერ ჩაგაპტაი აბსოლუტურად მართალია. კილიჩდაროღლუს განცხადების საპასუხოდ, მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელმა ერდოღანი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, ფეხქვეშ მიწა გამოაცალა.

ავტორი: ემა ბეგიჯანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button