
11 მაისს, 06:00 საათიდან, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს სოტკთან დისლოცირებულ სომხური პოზიციების მიმართულებით, იუწყება სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო.
10:25 საათისთვის სოტკის მიმართულებით დაძაბულობა შენელებულია, სასაზღვრო ზონის სხვა ნაწილებში შედარებით სტაბილური სიტუაციაა.
სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ატარებენ შესაბამის დამცავ და პრევენციულ ზომებს.
აზერბაიჯანული პროვოკაციის შედეგად სომხურ მხარეს 10:25 საათისთვის 4 დაჭრილი ჰყავს. დაჭრილი სამხედროებიდან 2-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 2-ის კი საშუალო სიმძიმის. ამ დროისთვის დაჭრილი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.







