საზოგადოება
airBaltic ავიაკომპანია რიგა-ერევანი-რიგას მიმართულებით აღადგენს ფრენებს 12-წლიანი პაუზის შემდეგ

airBaltic ავიაკომპანია რიგა-ერევანი-რიგას მიმართულებით ფრენებს 12-წლიანი პაუზის შემდეგ განაახლებს.
“არმენპრესი” “ზვარტნოცის” აეროპორტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის 17 მაისიდან ლატვიის ეროვნული გადამზიდავი airBaltic, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ერევანი-რიგას მიმართულებით ფრენებს განაახლებს ყოველ ოთხშაბათს და კვირას.
აღნიშნულია, რომ airBaltic ავიაკომპანიის ავიაპარკი აღჭურვილია ახალი Airbus A220-300 თვითმფრინავებით.







