რკინიგზამ უნდა იმუშაოს მხოლოდ სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად – მინისტრის მოადგილე

სომხური მხარისთვის ფუნდამენტურია, რომ რკინიგზის ექსპლუატაცია მოხდეს მხოლოდ სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად. ამის შესახებ როგორც Radar.am წერს, განაცხადა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ჰოვანისიანმა და დაუმატა რომ პაშინიან-მიშელ-ალიევის შეხვედრაზე სრულიად არ ყოფილა ნახსენები ე.წ. „დერეფნის ლოგიკა“. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები ამ ტერმინს არ იყენებენ. „უკვე აშკარად იგრძნობა, თუ როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით შუამავლების პოზიცია“.
გზებისა და საკომუნიკაციო არხების განბლოკვის ვადებზე მიუთითებით, მინიტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აქ არის წითელი ხაზები. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ რკინიგზა მხოლოდ სომხეთის კანონმდებლობით უნდა მუშაობდეს. „სამშენებლო და სხვა სამუშაოებზე საუბარი მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი გარანტიების მიღების შემდეგ შეგვიძლია“.







