
სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 19 მაისს მოსკოვს ეწვევა, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების თაობაზე დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან NEWS.am-ს აცნობებენ, რომ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და სამმხრივი შეხვედრა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.







