კულტურა

ეჯმიაწინის დედა საყდრის ხრიმიანის სახელობის  მუზეუმში პირველად გამოიფინება სრულიად სომეხთა საპატრიარქოს ტახტი

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის ლოცვა კურთხევით ეჩმიაწინის დედა საყდრის მუზეუმში პირველად გამოიფინება სრულიად სომეხთა საპატრიარქოს ტახტი რომელიც მუდმივად დგას წმინდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძარში. ამის შესახებ ინფორმაციას დედა საყდრის მუზეუმების დირექცია ავრცელებს.

„ეს ძვირფასი და მშვენიერი ტახტი დედა საყდარს აჩუქეს  სრულიად სომეხთა კათალიკოსის ვაზგენ I (1955-1994 წწ.) დროს 1961 წ. ტახტის შემომწირველები არიან სპარსეთ-ინდოეთის სომხური თემის  მორწმუნენი.

ამასთან დაკავშირებით, ამა წლის  28 მაისს,14:00 საათზე წმიდა ეჯმიაწინის რუბენ სევაკის სახელობის მუზეუმში, დედა საყდრის მუზეუმებისა და არქივის დირექტორი, უწმიდესი მ. ასოღიკ აბეღა კარაპეტიანი სიტყვით გამოვა თემაზე  “სომხეთის პატრიარქის წმინდა ტახტი და მისი წმინდა სიმბოლოები” (რეგისტრაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 010 517-252, გაგზავნეთ შეტყობინება მუზეუმების გვერდზე).

გულითადად გეპატიჟებით წმინდა ტახტის სანახავად და სიტყვის მოსასმენად“.

ნახეთ მეტი
Back to top button