ეკონომიკა

ირანი და სომხეთი  ერთობლივ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას არაქს-მეღრის შექმნიან. ირანელი ოფიციალური პირი

ირანი და სომხეთი ერთობლივ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას არაქს-მეღრის შექმნიან, News.am-ის ინფორმაციით, იუწყება Fars-ი.

ირანის თავისუფალი ვაჭრობის, სამრეწველო და სპეციალური ეკონომიკური ზონების უმაღლესი საბჭოს სამდივნოს ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზოჰრე ბაჰრებარმა, განაცხადა, რომ FTZ მოიცავს არაქსის თავისუფალ სავაჭრო და ინდუსტრიულ ზონას აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში და ქალაქ მეღრიში. ოფიციალური პირის თქმით, თავისუფალი ეკონომიკური ზონის მნიშვნელობა, იმაში მდგომარეობს, რომ ის მდებარეობს „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ დერეფნის ზონაში.

ნახეთ მეტი
Back to top button