მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მისალოცი გზავნილებით მიმართა

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტისადმი მილოცვაში აღნიშნულია:

„თქვენო აღმატებულებავ,

გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ამ დღეს დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებული სახელმწიფოს ასაშენებლად, ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ და დღესაც მტკიცე ნაბიჯებით აგრძელებს გზას.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით გაგრძელდება ჩვენი ქვეყნების და ხალხების ორმხრივი ინტერესების სასარგებლოდ.

ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მუშაობას, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობასა და განვითარებას”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მიმართულ შეტყობინებაში აღნიშნულია:

„თქვენო აღმატებულებავ,

გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლისთავს.

სახელმწიფოებრიობისკენ მიმავალი გზა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა თავიანთი თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით დაამტკიცეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უფლება და დღეს, თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფოს მშენებლობაში.

დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების გადაწყვეტილება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას.

ვაფასებთ რა მეგობარი საქართველოს მიღწევებს, გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა და ასეც დარჩება.

ვსარგებლბ რა ამ შესაძლებლობით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მუშაობას, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობასა და განვითარებას.”

ნახეთ მეტი
Back to top button