საზოგადოება

სომხეთი და ჩინეთი განიხილავენ პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობებს

“სომხეთის საერთაშორისო აეროპორტების” დირექტორმა მარსელო ვენდემ და გენერალურმა მენეჯერმა სერგეი ავეტისიანმა მიიღეს დელეგაცია “China Southern Airlines”-ის დირექტორის მოადგილის გან ჯიანის ხელმძღვანელობით.

ამის შესახებ „Armenpress“-ს „ზვართნოცის“ აეროპორტიდან აცნობეს.

შეხვედრაზე განიხილეს ჩინეთიდან სომხეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა.

აეროპორტის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ამოქმედებული ფრენების მომსახურებას.

ნახეთ მეტი
Back to top button