ეკონომიკამთავარი

ჩვენთვის პრიორიტეტულია ეაეკ-სა და ირანს შორის შეთანხმების ძალაში შესვლა. ფაშინიანი

ირანთან თანამშრომლობის განვითარების მაღალი დინამიკის გათვალისწინებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლა და მისი შემდგომი განხორციელება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მესამე ქვეყნებთან სავაჭრო თანამშრომლობის რეალური გაფართოების კონტექსტში. News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვში, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი შეფასებით, მუშაობის გაგრძელება პირველადი და პერსპექტიული მოლაპარაკებების მიმართულებებით, როგორიცაა ინდოეთი და ეგვიპტე, ასევე კომპლექსური დიალოგის განვითარება ეკონომიკურ დღის წესრიგზე და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ინდონეზიასთან,  იმპულსი გახდება მსოფლიო ეკონომიკაში კავშირის ინტეგრაციის პროცესში.

მიღწეული შედეგების მიუხედავად, თანამედროვე რეალობებზე დაყრდნობით, სასწრაფოდ უნდა შემოვიტანოთ მესამე ქვეყნების პარტნიორებთან ურთიერთობის ეფექტური მექანიზმები, რაც თანმიმდევრულად გამოიწვევს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მდგრადი განვითარების პირობების შექმნას“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button