პოლიტიკა

რუსეთი სიუნიქში საკონსულოს გახსნის

რუსეთის ფედერაცია სიუნიქის ოლქში საკონსულოს გახსნის. როგორც Armenpress-ი იუწყება “Sputnik სომხეთზე” დაყრდნობით, ამის შესახებ მოსკოვში სომხურ-რუსული ექსპერტების მრგვალი მაგიდის დროს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ სერგეი პალტოვმა.

„25 მაისს მოსკოვში გამართულ ფაშინიანსა და პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრის დროს სომხურმა მხარემ დაადასტურა რუსეთის საკონსულოს გახსნა სიუნიქში“, – იტყობინება „ალფა ნიუსი“ პალტოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

რუსმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ გადაწყდა, რომ საკონსულოს გახსნისთვის არ გავლილიყო ხანგრძლივი სახელმწიფო პროცედურები, რასაც მინიმუმ ერთი წელი დასჭირდებოდა, არამედ გამარტივებული წესით.

პალტოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყდა ხალხის გაგზავნა ადგილზე სამუშაოს ჩასატარებლად.

„რათა ადგილზე დაიწყონ მუშაობა და წვლილი შეიტანონ არა მხოლოდ სომხურ-რუსული მეგობრობის შენარჩუნებაში, არამედ სომხეთის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის უსაფრთხოებაში. იმედი მაქვს, ივნისში ჩვენი ვიზიტი ეფექტური იქნება“, – აღნიშნა სერგეი პალტოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button