საერთაშორისო

ლაჩინის დერეფნის გადამკეტავმა „ეკოაქტივისტებმა“ საპროტესტო აქცია გამართეს და ალიევისგან ფულს ითხოვენ (ფოტო)

როგორც factor.am-ი წერს,  ბოლო რამდენიმე დღეა სოციალური ქსელების აზერბაიჯანული დომენი აქტიურად განიხილავს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფისთან სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები დაფინანსების შემცირებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ე.წ „ეკოაქტივისტები“, რომლებმაც აზერბაიჯანის ხელისუფლების დავალებით რამდენიმე თვით უკანონოდ გადაკეტეს ლაჩინის დერეფანი. კერძოდ, ფოტოებზე ასახულია ქალბატონი, რომელიც ცნობილი გახდა დეკემბერში ლაჩინის დერეფანში მტრედის დახრჩობით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური მხარდაჭერა ომის ვეტერან ქალთა” ხელმძღვანელი რადე აბასი, რომლის ორგანიზაციაც აქტიურად მონაწილეობდა დერეფნის დახურვაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერმა სახელმწიფო სააგენტომ 2023 წლის მცირე გრანტების კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც დაიწყო ორგანიზაციების წევრების აქცია, რომლებიც აპროტესტებდნენ გრანტების შემცირებას ან გაუქმებას. სხვათა შორის, ამ პროტესტის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მანქანამ მათი გაშავება დაიწყო.

ნახეთ მეტი
Back to top button