მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს სომხეთის დემოკრატიულ მიღწევებს და ერთგულებას  მთავრობისადმი –  პრემიერ მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროსაბჭოს მე-4 სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგებზე დეტალურად ისაუბრა.

„შემიძლია ვთქვა შემდეგი, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს სომხეთის დემოკრატიულ მიღწევებს და ხაზს უსვამს სომხეთის მთავრობის ერთგულებასა და დემოკრატიულ რეფორმებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ლოგიკაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, იუწყება „Armenpress“-ი.

პრემიერ-მინისტრი პრაქტიკულ პრობლემად მიიჩნევს, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას ეს ფაქტორი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კეთილდღეობის უფრო მაღალ დონედ, უსაფრთხოების მაღალ დონედ, საერთო ჯამში ზოგადად სომხეთის რესპუბლიკის  უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ბედნიერების რეალიზების ისტრუმენტად.

ნახეთ მეტი
Back to top button