მთავარიპოლიტიკა

დემოკრატია სომხეთის მთავარი ბრენდია  –  ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატია სომხეთის მთავარი ბრენდია. დემოკრატიის სომხურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთში ინტერნეტი თავისუფალია, პრესა თავისუფალია, არჩევნები თავისუფალია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს არა მიღწევად, არამედ ყოველდღიურ რუტინად წარმოაჩენს.

„როდესაც 2018 წელს მოხდა არაძალადობრივი, ხავერდოვანი რევოლუცია და ჩვენ ვთქვით, რომ დემოკრატია სომხეთის მთავარი ბრენდია, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რადგან ამბობდნენ, რომ პოსტრევოლუციურ ეიფორიაში ხელისუფლებას არ სჭირდება თავისუფლებების შეზღუდვა. მაგრამ ის ფაქტი, რომ სომხური დემოკრატიის ფორუმი პირველად ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს და არა 2019 წელს, მეტყველი ფაქტია, რადგან როცა 2018 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თავისუფლებაზე ავღნიშნავდით,  ეს მაინც გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაშინ როგორი იქნებოდა არჩევნები სხვა პირობებში“? – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები ასევე სხვადასხვა პირობებში ჩატარდა, რშიც  გულისხმობდა 2021 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც წინ უძღოდა 44-დღიანი არცახის ომი.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მათ დააფიქსირეს, რომ სხვა პირობებშიც არჩევნები არანაკლებ თავისუფალი და დემოკრატიული იყო.

მისი თქმით, ის, რომ დემოკრატია სომხეთის მთავარი ბრენდია, სულაც არ არის გარემოებებიდან გამომდინარე დამთხვევის შედეგი, მაგრამ ეს არის შეგნებული პოლიტიკური კურსი, რომლითაც სომხეთის ხელისუფლება და ხალხი ხელმძღვანელობს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ინსტიტუციური რეფორმები, რომლებმაც უნდა მოიტანონ ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი დონე, კანონის უზენაესობის უმაღლესი დონე და ანტიკორუფციული პოლიტიკის უფრო მაღალი დონე.

ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღეს სომხეთს აქვს, ასევე ეკონომიკური თავისუფლებების შედეგია. ეკონომიკა რომ მართვადი ყოფილიყო სახელმწიფოს მიერ, განსაკუთრებით ომის შემდგომ პერიოდში, გვექნებოდა ძალიან სერიოზული და ღრმა პრობლემები, მაგრამ რადგან ეს თავისუფლებებიც ეკონომიკის დონემდე მივიდა, ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში, თავისუფლებები თვითონ მოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში დემოკრატიას შიდა საფრთხე არ ემუქრება. ყველა შესაძლო საფრთხე გარეგანია, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი და თვალსაჩინო. ამავდროულად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია იმის მტკიცება, რომ დემოკრატიას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

დემოკრატია კვლავაც იქნება სომხეთის მთავარი ბრენდი. ფაშინიანი იმედოვნებს, რომ მას ასევე მუდმივად ექნება დაკავშირებული და მხარდამჭერი ბრენდები, რომელთაგან ერთი იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მეორე კი მშვიდობა.

მისი თქმით, სწორედ ეს სამება უნდა ემსახურებოდეს მიზანს. „ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფლებებზე, მაგრამ თავისუფლება არ არის საბოლოო მიზანი, თავისუფლება არის საშუალება ადამიანის კეთილდღეობისა და ბედნიერების უზრუნველსაყოფად. ეს არის უმაღლესი მიზანი, რომელიც ჩვენ საკუთარ თავს  დავუსახეთ, რადგან ჩვენი ამოცანაა, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის პირობებში სომხეთში ხალხი იყოს  დაცული, ბედნიერი, შეეძლოს აკეთოს ის, რაც უყვარს და უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა.  რა თქმა უნდა, ჩვენი აზრით, დემოკრატია ამისათვის აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი პირობაა და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დანარჩენი ინსტიტუციური პირობებიც, რათა ეს ხედვა რეალობად იქცეს“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button