ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ტურისტების შემოსვლის მხრივ რეკორდულ წელს პროგნოზირებს

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი ვაჰან ქერობიანი ტურისტების ვიზიტების მხრივ რეკორდულ წელს პროგნოზირებს, თუ რა თქმა უნდა  სერიოზული დაბრკოლებები არ იქნება.

ამის შესახებ ქერობიანმა პარლამენტში ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წლის პირველ 4 თვეში სომხეთს 630 000 ტურისტი ეწვია, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 35 პროცენტით აღემატება. „ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ სერიოზული დაბრკოლებების არარსებობის შემთხვევაში, რეკორდული წელი გვექნება“, – განაცხადა მინისტრმა.

10 წლის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთმა ტურისტმა სომხეთში დაახლოებით 800 დოლარი დახარჯა. სამინისტრომ ახალი კვლევა ჩაატარა, შედეგები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ქერობიანმა აღნიშნა, რომ ახლა ერთი ტურისტი სომხეთში 1200 დოლარს ხარჯავს.

მინისტრის თქმით, შეიცვალა ტურისტების წეს-ჩვეულებებიც. ტურისტებმა დაიწყეს მეტი სახლების დაქირავება, სასტუმროში დახარჯული ფულის დაზოგვა და სხვაგან დახარჯვა.

ქერობიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტურიზმი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ვითარდება. „მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ტურიზმი შენარჩუნდება მასობრივ ბაზარზე, ამ სექტორში საკმაოდ ბევრი ადამიანი იქნება ჩართული და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყნის მთლიან პროდუქტიულობაზე. ჩვენი მიზანია გადავიტანოთ ჩვენი ტურიზმი დაბალბიუჯეტიანი სეგმენტიდან საშუალო, საშუალოზე მაღალ სეგმენტზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები ამ სექტორში“.    

ნახეთ მეტი
Back to top button