მთავარიპოლიტიკა

რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე მიიღო

როგორც Armenpress-ს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატიდან აცნობეს, პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა ელჩს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობისა და რესპუბლიკის გამოცხადების დღესასწაული მიულოცა და საქართველოსა და ქართველ ხალხს წარმატებები უსურვა.

წყაროს ცნობით, ელჩმა შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა მიღებისა და მოლოცვისთვის და განაცხადა, რომ  ულოცავს რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომეხ ხალხს 28 მაისს, რესპუბლიკის დღეს.

„შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების უწყვეტ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოს შორის მრავალფენიანი მეგობრული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობასა და სტრატეგიულ ხასიათს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ მხარეებმა გაცვალეს აზრები ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მაღალი სტანდარტების დაწესების თაობაზე. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობის დინამიურ გაფართოებას და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.

ნახეთ მეტი
Back to top button