ეკონომიკა

სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 12,6 პროცენტიანი ზრდა მსოფლიოში მე-4 მაჩვენებელია. მინისტრი

სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 12,6 პროცენტიანი ზრდა მსოფლიოში მე-4 მაჩვენებელია. News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 30 მაისს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

„გასულ წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა იყო 12,6 პროცენტი, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მსოფლიოში მე-4 მაჩვენებელია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდის ტემპი შენარჩუნებულია და ეკონომიკური აქტივობის ინდექსის პროცენტის ზრდა შეადგენს 12,2-ს“, – განაცხადა ქერობიანმა.

მინისტრმა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნების სახელებიც გამოაქვეყნა. ეს არის გაიანა, რომლის ეკონომიკური ზრდა განპირობებულია ნავთობის ექსპორტით, შემდეგ ფიჯი და სენტ-ლუჩია, სადაც ზრდა განპირობებულია ტურიზმის აღდგენით და განვითარებით. სომხეთი მე-4 ადგილზეა, ირლანდია მე-5, ეს უკანასკნელი კი, ქერობიანის თქმით, ერთადერთი განვითარებული ქვეყანაა, სადაც ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

ნახეთ მეტი
Back to top button