ეკონომიკა

სომხეთი შავი სიიდან გამოსასვლელად მუშაობს

სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა უკვე დაასრულა 41 აუცილებელი პროცესიდან 22-23 ევროკავშირის „შავი სიიდან“ გამოსასვლელად.

როგორც იუწყება Radar Armenia, მისი თქმით, ევროკავშირის მიერ სომხური ავიახაზების აკრძალვა მძიმე დარტყმა იყო ამ სექტორისთვის, ამიტომ ისინი იმედოვნებენ, რომ უახლოეს თვეებში სიტუაციას გამოასწორებენ.

„მარტივად რომ ვთქვათ, დაახლოებით 41 პროცესი გვჭირდება იმისთვის, რომ გავიდეთ ამ სფეროდან. მათგან ნახევარზე მეტი, 22-23, უკვე გაკეთებულია. სხვები მიმდინარეობს. წელს ზაფხულში დიდი ცვლილება გველოდება. პარტნიორებს, რომლებიც მუდმივად გვადევნებენ თვალს, თუ რა სამუშაოებს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, აქ ჰყავთ წარმომადგენლები, მუშაობენ ჩვენს ავიაციასთან, მოვა სხვა ჯგუფიც და ჩვენს კომპანიებს აუდიტი ჩაუტარდებათ“, – აღნიშნა მან და დასძინა, თუ ჩვენი კომპანიები ამ აუდიტს გაივლიან, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის მიღწევა იქნება, რადგან ამას მოჰყვება ამ კომპანიებისთვის ევროპისკენ მარშრუტების გახსნა“.

ნახეთ მეტი
Back to top button