საზოგადოება

ქალებიც გაიწვევიან. ინერგება ნებაყოფლობით-სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა

იგეგმება ქალი წარმომადგენლებისთვის ნებაყოფლობით-სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემის შემოღება.

Radar Armenia-ს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ეროვნული კრების თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედ კომიტეტს „სამხედრო სამსახურისა და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა. „ძალიან მნიშვნელოვანია ქალმა მოქალაქეებმა თავი იგრძნონ მამაკაცებთან თანასწორად, მათ შორის სამშობლოს დაცვის დროს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ქალთა უფლებებზე, რაც უფრო მეტად სუსტთა დაცვას ეხება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან“, – ამბობს პაპიკიანი.

სამხედრო სამსახური 6 თვის ვადითაა დაგეგმილი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის 6-თვიანი ვადის გასვლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვადაზე ადრე გაწერის შემთხვევაში დაწესდება ჰონორარი, რომელიც 6-თვიანი სრული სამსახურის შემთხვევაში 1 მილიონი დრამის დადგენა იგეგმება.

1 მილიონი დრამის ჰონორარი გაიცემა მომსახურების სრულად შესრულების შემთხვევაში, ხოლო თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნაადრევი გაწერა მოხდა, ის 6 თვეზე გაიყოფა და ფაქტობრივად გაწეული თვეების რაოდენობაზე გამრავლდება.

პროექტმა დადებითი დასკვნა მიიღო და პარლამენტის პლენარულ სხდომების დღის წესრიგში იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ მეტი
Back to top button