პოლიტიკა

ძალიან მიხარია, რომ სომხეთში მუსულმანური მეჩეთები არის – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის მიმართ არის კრიტიკა, რომ სომხეთი მონოეთნიკური ქვეყანაა. ეს ბრალდება ჩვენთვის გაუგებარია. ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, ერევანში სომხური დემოკრატიის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„მეორე მხრივ, ჩვენ სიამოვნებით უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეროვნული უმცირესობები წარმოდგენილია ჩვენს პარლამენტში და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური მახასიათებელი“, – თქვა ფაშინიანმა და დასძინა:

„მე ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სომხეთში არის არა მხოლოდ ქრისტიანული ტაძრები, არამედ მუსლიმური მეჩეთები, ეზიდური სარწმუნოების ტაძრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.”

როგორც პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, სომხეთში არის როგორც სომხური  კათოლიკური, ასევე ევანგელურ თემი და სომხური სამოციქულო თემიც.

ნახეთ მეტი
Back to top button