მთავარიპოლიტიკა

ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

Radar Armenia-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა.

„ძვირფასო ნიკოლ ვოვას ძე,

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენს დაბადების დღესთან დაკავშირებით.

ძალიან ვაფასებ ჩვენს შორის დამყარებულ კონსტრუქციულ დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ, მიუხედავად რთული საერთაშორისო ვითარებისა, რუსეთსა და სომხეთს შორის ალიანსური ურთიერთობები წარმატებით განვითარდეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად მუშაობას ორმხრივი და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში“.

ნახეთ მეტი
Back to top button