პოლიტიკა

პატივისცემით, ჯოზეფ ბაიდენი:  როგორ აუნთო დასავლეთმა „მწვანე შუქი“ აზერბაიჯანს გაზის სანაცვლოდ

აზერბაიჯანის დედაქალაქში „ბაქოს ენერგეტიკის კვირეული“ მიმდინარეობს.

Trend-ის ცნობით, ღონისძიებები 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გასტანს. ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში გაიმართება Caspian Oil & Gas-ის 28-ე საერთაშორისო გამოფენა, მე-11 Caspian Energy and Green Energy Caspian International გამოფენა და ბაქოს 28-ე ენერგეტიკული კონფერენცია.

ღონისძიებებში მონაწილეობა მსოფლიოს 37 ქვეყნიდან 326-მა კომპანიამ დაადასტურა. აზერბაიჯანის გარდა, იქნებიან აშშ, გერმანია, ავსტრია, ბელორუსია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ალჟირი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, ესპანეთი, ისრაელი, შვედეთი, შვეიცარია, იტალია, კანადა. ღონისძიებაზე წარმოდგენილია ქუვეითი, ყაზახეთი, უნგრეთი, მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, უზბეკეთი, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, ტაილანდი, თურქეთი და იაპონია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი გასული წლის დეკემბრიდან არცახში 120 ათას მოსახლეობას ალყაში ამყოფებს. ამ ქვეყნის პრეზიდენტი ამ  შაბათ-კვირას ემუქრებოდა არცახელებს  ეთნიკური წმენდით და სამხედრო ოპერაციაზე მიანიშნებდა. ამის მიუხედავად, კვირეულის მონაწილეებმა შესაძლებლად მიიჩნიეს დასწრება, სიტყვით გამოსვლა და აზერბაიჯანის და მისი ხელმძღვანელობის ქება. რაც, რა თქმა უნდა, ბაქოში აღიქმება, როგორც მისი ყველა ქმედების მხარდაჭერა, მათ შორის აგრესიულისაც.

„აზერბაიჯანი გახდა ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პარტნიორი“, – განაცხადა კრისტინა ლობილომ, ევროკომისიის ენერგეტიკული პლატფორმის სამუშაო ჯგუფის დირექტორმა ენერგეტიკულ კვირეულზე გამოსვლაში. მისი თქმით, 2020 წლიდან ევროპა აზერბაიჯანულ გაზს სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით მიიღებს. თუმცა, 2020 წელი იყო აზერბაიჯანის აგრესიის წელი სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის დაქირავებული ჯარისკაცების მონაწილეობით.

ლობილომ ახსენა უკრაინის კონფლიქტი და განაცხადა, რომ „ამ რთულ პერიოდში, რომელსაც ევროკავშირი აწყდება, აზერბაიჯანმა 40 პროცენტით გაზარდა გაზის ექსპორტი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“. ამან გადაგვარჩინა უმძიმესი ენერგეტიკული კრიზისისგან. ამან ასევე მოგვცა საშუალება, ჩამოვშორდეთ რუსულ რესურსებს და მივმართოთ ახალ რესურსებს. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ გაზის მოცულობის ზრდას, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გადაიტანება“.

ენერგეტიკული კვირეულის მონაწილეებს წაუკითხეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის წერილი, რომელშიც აზერბაიჯანი და მისი შეუცვლელი ლიდერია განდიდებული.  „აზერბაიჯანის ვალდებულება გაზარდოს ბუნებრივი გაზის ექსპორტი ევროპაში 2027 წლამდე 20 მილიარდი კუბური მეტრთ უკვე ხელს უწყობს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ენერგორესურსების დივერსიფიკაცია ხელს უშლის რუსეთს ენერგიის გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში“, – ნათქვამია წერილში.

შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკის საკითხებში ჯეფრი პაიეტმა აღავლინა ოდა, რომელიც  ალიევმა მთელი სერიოზულობით მიიღო:  „აზერბაიჯანი იყო და არის მუდმივი პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში ამ რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა მან ენერგეტიკის კვირეულზე გამოსვლისას.

შემდეგ წაიკითხეს აშშ-ის პრეზიდენტის მესიჯი. აქედან გაირკვა, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ დონეზე ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად და ჯო ბაიდენი პირადად აღფრთოვანებულია აზერბაიჯანის ძალისხმევით გლობალური კლიმატის მიზნების მისაღწევად.

„აშშ გააგრძელებს რეგიონში ძლიერი და სტაბილური მშვიდობის მიღწევის მხარდაჭერას. ეს ხელს შეუწყობს მომავალი თაობების კეთილდღეობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სამომავლოდაც“, – ასე დაინახა აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირი კავშირი აზერბაიჯანის ენერგორესურსებსა და რეგიონულ მშვიდობას შორის.

ნახეთ მეტი
Back to top button