მთავარიპოლიტიკა

სომხეთის დღის წესრიგში საკავშირო სახელმწიფოსთან გაწევრიანების საკითხი არ დგას. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

როგორც იუწყება ,,1-ლი საინფორმაციო არხი“, სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა “ლურერ”-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებაზე, რომ ყაზახეთს და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება.

„ამ საკითხს 2023 წელს იანვარში შეეხო სრ პრემიერ-მინისტრი  და სომხეთის დღის წესრიგში მსგავსი საკითხი არ დგას“, – განაცხადა ბადალიანმა.

შეგახსენებთ, რომ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წ 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთს არ მიუღია რუსეთისგან რაიმე ოფიციალური შეთავაზება საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების შესახებ. ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ თუ “ვინმე შეშფოთებულია ბირთვული იარაღის გამო”, უნდა შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის ალიანსს და “ყველას ექნება ბირთვული იარაღი”.

ნახეთ მეტი
Back to top button