პოლიტიკა

თუ ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგი არ შედგა, პრობლემა არ მოგვარდება  –  ალენ სიმონიანი

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, რადგან თუ ეს დიალოგი არ შედგა, პრობლემა არ მოგვარდება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ფუნდამენტურია თუ არა სომხეთისთვის ბაქო-სტეფანაკერტის საერთაშორისო დიალოგის ჩამოყალიბება, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი ამას არ ეთანხმება, ალენ სიმონიანმა უპასუხა:

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ აზერბაიჯანი  დაჯდეს და ისაუბროს ამაზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანისთვის ხელსაყრელი ვითარება არ შეიქმნება, იქნება დიდი უფსკრული, რომელიც წლების და ათწლეულების განმავლობაში ვერ დაიხურება. თუ აზერბაიჯანი არ დაჯდება და არ ისაუბრებს არცახში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობასთან, ეს ჭრილობა ერთ დღეს ნაყოფს გამოიღებს“, – განაცხადა სიმონიანმა და დასძინა, რომ საერთაშორისო ფაქტორი და საერთაშორისო ზეწოლა დიდ როლს თამაშობს. ამ მხრივ, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, სომხეთს წარმატება აქვს.

ალენ სიმონიანი მიიჩნევს, რომ თუ ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგი არ შედგა, პრობლემა არ მოგვარდება.

„მეორე ვარიანტი არის გენოციდი, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ ეს საკითხი მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის“, – დაასკვნა სიმონიანმა.

სიმონიანმა ასევე ისაუბრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი გარანტიების საკითხზე და აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს ამ ხელშეკრულების პუნქტების შესრულების გარანტიები. მან მაგალითად მოიყვანა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაცია, რომლის პუნქტებს აზერბაიჯანი რეგულარულად არღვევს და ქვეყანა (რედ. გულისხმობს რუსეთს), რომელიც გარანტორია, სათანადოდ არ რეაგირებს ამ დარღვევებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button