ეკონომიკა

სომხეთში  ახალი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად შეიქმნება უწყებათაშორისი ჯგუფი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, გადაწყვეტილება მთავრობის e-gov პლატფორმაზეა გამოქვეყნებული.

„სომხეთის რესპუბლიკაში  ახალი  ბირთვული ენერგობლოკის აშენების, მცირე მოდულარული რეაქტორების განლაგების  მიზანშეწონილობის, ისევე როგორც

საჭირო ტექნოლოგიების შერჩევის ანალიზის,

შემდგომი ნაბიჯების განხორციელებისა და თანმიმდევრობის

საკითხების განხილვის მიზნით შეიქმნას  უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი

და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა დანართის მიხედვით“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

დასრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა 2 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს სომხეთის  პრემიერ-მინისტრის აპარატს.

ნახეთ მეტი
Back to top button