პოლიტიკა

სომხეთი აცხადებს, რომ გაეროს კლიმატის 29-ე სამიტს უმასპინძლებს

რუსეთი აპირებს ხელი შეუშალოს გაეროს კლიმატის 29-ე სამიტის, COP29-ის ჩატარებას ევროკავშირის ქვეყნებში. ამან შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ევროკავშირის წევრი ბულგარეთის შესაძლებლობაზე, უმასპინძლოს სამიტს, რაც ხელს შეუწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც ასევე ითხოვენ COP29-ის მასპინძლობას 2024 წელს. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ იუწყება Reuters-ი მის ხელთ არსებულ შიდა ელ. წერილებზე დაყრდნობით.

სტატიის თანახმად, სამიტის მასპინძლობაზე განაცხადეს ბულგარეთმა და ევროკავშირის არაწევრმა სომხეთმა, აზერბაიჯანმა კი თავისი სახელი მასპინძელი ქვეყნების კანდიდატების სიას ამ კვირაში დაამატა.

COP სამიტის მასპინძლობის შესაძლებლობა ეძლევა გაეროს 5 რეგიონს როტაციის წესით. 2024 წელს სამიტს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა უნდა უმასპინძლონ. რეგიონის 23 ქვეყანამ მასპინძელი ქვეყანა ერთხმად უნდა აირჩიოს. Reuters-ი აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი ევროკავშირის ყველა ქვეყანას ვეტოს დაადებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამიტის გამართვის შანსი კვლავ აქვთ.

გამოცემის ცნობით, აპრილში რუსეთის დელეგაციამ გაეროს შესაბამის ორგანოში წერილი გაუგზავნა აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს, სადაც ნათქვამია, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატურას.

2024 წელს COP29-ის მასპინძელი ქვეყანა შეიძლება გადაწყდეს COP28-ის დროს, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

ნახეთ მეტი
Back to top button